კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ფრანგი მწერლის, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის უკვდავი ნაწარმოების -„პატარა უფლისწულის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარადგინეს

იდეა, რომელიც ნაწარმოებს უდევს საფუძვლად, პირდაპირ ეხმიანება უფროსებსა და უმცროსებს შორის ურთიერთობის იმ ფორმას, რომელიც სასკოლო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.


„პატარა უფლისწულის“ სპილო, რომელიც გველმა გადაყლაპა, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ბავშვები ხშირად ბევრად უფრო ღრმად ხედავენ სამყაროს, ვიდრე წარმოგვიდგენია. უფროსების ამოცანა კი უცვლელია - მოვუსმინოთ მათ კითხვებსა და იდეებს, ვასწავლოთ ისე, რომ ფანტაზია, შემოქმედება და თავისუფალი აზროვნება არ დაკარგონ.

კომაროვის სკოლისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ცოდნასთან ერთად, ყურადღება ადამიანურ ღირებულებებსა და ფასეულობებზე გამახვილდება.


სპექტაკლში მონაწილეობა დრამის კლუბის ახალგაზრდებმა მიიღეს - ეს კომაროვის სკოლის არაფორმალური განათლების ერთ-ერთი სივრცეა, სადაც მოსწავლეები საჯარო გამოსვლის, მხატვრული კითხვისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარებს ივითარებენ.


მადლობას ვუხდით სპექტაკლის რეჟისორებს, მონაწილეებს და თითოეულ ადამიანს, ვინც ღონისძიების განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა!


ზემოთ